თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ 2021 წლის 15 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, გაიმართება თანამედროვე ქართული ქანდაკების გამოფენა-ფორუმი (ღონისძიება ეძღვნება მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნას).
პროექტი „ქანდაკება კოვიდ 19 პანდემიის დროს, თანამედროვე ქანდაკების ფორუმი“ არის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „თანამედროვე ფერწერის, ქანდაკებისა და ინსტალაციის ხელშეწყობის“ კონკურსში გამარჯვებული პროექტი და ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის პარტნიორია – გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი.
პროექტის მიზანია – თანამედროვე ქართული ქანდაკების ხელშეწყობა და პანდემიის პირობებში, დარგში მოღვაწე ხელოვანების დახმარება.
გამოფენის გახსნა – 15 ოქტომბერი, 16:00 სთ.
გამოფენის თემაა – პანდემიის დროს შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც წინასწარ გამოცხადებული კონკურსის გზით შეირჩა.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე 50 მოქანდაკე.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში გამოვლინდება ათ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული 22 მონაწილე.
ფორუმი – 18 და 19 ოქტომბერი, 11:00 – 17:00 სთ.
ფორუმზე განხილული იქნება დარგში არსებული პრობლემები და განისაზღვრება ქანდაკების მომავალი განვითარებისთვის საჭირო ქმედებები.
მოეწყობა სამეცნიერო დისკუსია ქართული ქანდაკების ისტორიისა და მიმდინარე პროცესების შესახებ.
მოხდება პროექტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტების პრეზენტაცია.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც თეორეტიკოსები, ასევე თავად ხელოვანები.
ფორუმის დღის წესრიგი