საქართველოს კულტურლის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით 2021 წელს გამოცხადდა კონკურსი: „თანამედროვე ფერწერის, ქანდაკებისა და ინსტალაციის ხელშეწყობა“.
აღნიშნული კონკურსის ფარგლებში გაიმარჯვა: თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის პროექტმა ქანდაკება კოვიდ 19 პანდემიის დროს – თანამედროვე ქანდაკების ფორუმი (ეძღვნება მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნას).
პროექტის ფარგლებში, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრში „მუზა“ 2021 წლის 15 ოქტომბრიდან 2021 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით, განხორციელდება თანამედროვე ქართული ქანდაკების გამოგენა-ფორუმი. აღნიშნული გამოფენისთვის მასალა შეირჩევა წინასწარი კონკურსის გზით, რომლის შესახებაც გამოცხადდება საჯაროდ და ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა. საკონკურსოდ წარმოდგენილ ნამუშევრებს გადაარჩევს სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი კომისია და უკვე გადარჩეული ექსპონატებით საგამოფენო სივრცეში „მუზა“ მოეწყობა გამოფენა. გამოფენის თემაა – პანდემიის დროს შექმნილი ნამუშევრები.