თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს „ქანდაკება Covid 19 პანდემიის დროს“ გამოფენის მონაწილეთა შესარჩევად. კონკურსის მიზანია Covid 19 პანდემიის პირობებში ქანდაკების დარგში მოღვაწე ხელოვანების მხარდაჭერა. კონკურსი ეძღვნება მერაბ ბერძენიშვილის ხსოვნას.
„ქანდაკება Covid 19 პანდემიის დროს, თანამედროვე ქანდაკების ფორუმი“ არის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „თანამედროვე ფერწერის, ქანდაკებისა და ინსტალაციის ხელშეწყობის“ კონკურსში გამარჯვებული პროექტი. პროექტს მხარს უჭერს თბილისის მერია და ხორციელდება თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის (თასა) მიერ. პროექტის პარტნიორია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოსა და უცხო ქვეყანაში მოღვაწე ქართული ქანდაკების სკოლის წარმომადგენელ პროფესიონალ მოქანდაკეებს.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს 2020, 2021 წლებში შექმნილი ერთი ნამუშევრის ფოტო მასალა (არაუმეტეს 5 სხვადასხვა რაკურსის სახით) და შევსებული ანკეტა (თანდართული ფორმით).
საკონკურსო მასალები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: sculptureforum2021@gmail.com
განაცხადების მიღების ვადა: 2021 წლის 16 აგვისტოდან 2021 წლის 20 სექტემბრის 18:00 საათამდე.
კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონით 10:00 დან 18:00 საათამდე: (+995) 555 44 22 01
დამხმარე დოკუმენტაცია: