დაჯილდოების ცერემონია და გამოფენა
ოქტომბერი 21-24, 2025
2025 წლის 21 ოქტომბერს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში (რუსთაველის გამზ. №7) გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ღანი – სიყვარული, როგორც განღმრთობის გზა“ დაჯილდოების ცერემონია.
ღონისძიება აერთიანებდა ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრებს სამ მიმართულებაში:
პროექტის მიზანი იყო თანამედროვე ხელოვნებაში იმ სულიერი ღირებულებების გააქტიურება, რომლებიც წარმოადგენენ ქართული კულტურისა და ქრისტიანული ტრადიციის არსს – სიყვარული როგორც შინაგანი გარდაქმნისა და განღმრთობის გზა.
ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ იქნა 10-10 გამარჯვებული თითოეულ კატეგორიაში, რომელთა ნამუშევრებიც გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.
გამოფენის ფარგლებში კონკურსის საბოლოო შეფასება განახორციელა პროფესიულმა ჟიურიმ და გამოვლინდა I, II და III ადგილის მფლობელები თითოეულ კატეგორიაში.
გამოფენის ყველა მონაწილეს ფულადი პრიზი გადაეცა.
გამარჯვებულები კატეგორიების მიხედვით:
პროექტი განხორციელდა თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით.