თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით მიმდინარე, 2023 წელს 'ქანდაკების ფესტივალი' მოეწყო. ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
„ქანდაკების ფესტივალი - 2023“ სამ ეტაპად ჩატარდა (2023 წლის მაისი-ოქტომბერი), უმასპინძლა სხვადასხვა ასაკის, დამწყებ და პროფესიონალ მოქანდაკეებს და მრავალფეროვანი პროგრამა შესთავაზა ხელოვნების მოყვარულებს. ფესტივალის პროგრამა აერთიანებდა გამოფენებს, ქანდაკების სტუდენტურ სიმპოზიუმს, საგანმანათლებლო-შემეცნებით ლექციებს, დისკუსიებს. სტუმრებისთვის განხორციელდა კულტურული ტური თბილისში.
პროექტმა გააერთიანა მრავალი მომიჯნავე სფეროს წარმომადგენელი. ღონისძიებებში მოქანდაკეებთან ერთად ჩართულები იყვნენ არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, მკვლევრები, დიზაინერები, გალერისტები და ა.შ. ფესტივალმა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს მისცა საშუალება მონაწილეობა მიეღოთ მიმდინარე საერთაშორისო სახელოვნებო პროცესებში. მის ფარგლებში ქვეყანას ესტუმრნენ უცხოელი ხელოვანები, რამაც ხელი შეუწყო მჭიდრო შემოქმედებითი კონტაქტების დამყარებას და სხვადასხვა ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ 'მუზაში' გაიმართა (მის.: ქ. თბილისი, მ. ბერძენიშვილის ქ. #1).
ქანდაკების ფესტივალი საქართველოში მიმდინარე 2023 წელს პირველად მოეწყო. თასა-ს გუნდს გულწრფელად გვჯერა, რომ ფესტივალი გაიზრდება, განვითარდება და გახდება პროფესიული გამოცდილების გაცვლის, კომუნიკაციისა და შემოქმედებითი ინოვაციების შთაგონების გამორჩეული პლატფორმა და იგი სამომავლოდ კავკასიის რეგიონში კულტურულ ღონისძიებებს შორის გამორჩეულ ადგილს დაიმკვიდრებს.
2023 წლის 4 ოქტომბერს, თბილისის არქიტექტორთა და...
თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის მიერ...
18 ივლისს თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით, ქანდაკების I სტუდენტურ სიმპოზიუმზე...
11 ივლისს კულტურის საერთაშორისო ცენტრში 'მუზა', არქიტექტორ...
2 ივნისს, 'ქანდაკების ფესტივალი - 2023'-ის ფარგლებში,...
ბავშვთა და მოზარდთა სკულპტურული ნამუშევრების გამოფენაში 'მომავალი მოქანდაკე'...
'ქანდაკების ფესტივალი' მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკის...