ქანდაკების ფესტივალი – 2025-ის კატალოგი აერთიანებს ფესტივალის ფარგლებში გამართული გამოფენების ვიზუალურ მასალას. გამოცემაში წარმოდგენილია პროფესიონალი მოქანდაკეების, სტუდენტებისა და სასკოლო ასაკის მონაწილეთა ნამუშევრები, რომლებიც ასახავს თანამედროვე ქართული ქანდაკების მიმდინარე პროცესებსა და მრავალფეროვან მიდგომებს.
„ქანდაკების ფესტივალი 2024“-ის კატალოგი მოიცავს ფესტივალის მთავარ ღონისძიებებსა და გამოფენებს. კატალოგში წარმოდგენილია ფესტივალის მიმდინარეობის ამსახველი ვიზუალური და ტექსტური მასალა, მათ შორის მონაწილე მოქანდაკეთა ნამუშევრები და სტუდენტური სიმპოზიუმის შედეგები.
გამოფენის კატალოგი საერთაშორისო ღონისძიებისთვის (2023 წლის 18–21 ნოემბერი, Radisson Red Tbilisi), სადაც ქანდაკება და ციფრული მედია ერთ სივრცეში იყრის თავს.
წიგნი-ალბომი „ქანდაკების ფესტივალი – 2023“ საფესტივალო კატალოგია და აერთიანებს ფესტივალის ფარგლებში განხორციელებული ყველა ღონისძიების ამსახველ ვიზუალურ და ტექსტურ მასალას.
წიგნი-ალბომი „ქართული ქანდაკების 100 წელი“ აერთიანებს 2022 წლის გამოფენის ვიზუალურ მასალას და თან ერთვის სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ტექსტი.
ორიენოვანი (ქართული‑ინგლისური) წიგნი‑ალბომი, რომელიც მოიცავს 50 ქართველი მოქანდაკის 70 ნამუშევარს და ეძღვნება თბილისის სამხატვრო აკადემიის 100 წლის იუბილეს.
ქართულ‑ინგლისურენოვანი გამოცემა, რომელშიც წარმოდგენილია გამოფენაზე „ქანდაკება Covid‑19 პანდემიის დროს“ ექსპონირებული 50 სკულპტურული ნამუშევარი და თან ერთვის ტექსტუალური ანალიზი.