ქანდაკების ფესტივალი 2024
თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის (TASA) ორგანიზებით, „ქანდაკების ფესტივალი 2024“ წარმატებით გაიმართა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი მნიშვნელობა თანამედროვე ქართული ქანდაკების განვითარების პროცესში.
ფესტივალი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და გაფართოვდა როგორც მასშტაბით, ისე მონაწილეთა პროფესიული სპექტრით. ღონისძიებამ გააერთიანა მოქანდაკეები, არქიტექტორები, ხელოვნებათმცოდნეები, დიზაინერები, მკვლევარები და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, რომლებიც მონაწილეობდნენ გამოფენებში, სტუდენტურ სიმპოზიუმში, საგანმანათლებლო და შემეცნებით ლექციებში, ინტერაქტიულ დისკუსიებში.
2024 წლის მაისიდან ოქტომბრამდე მიმდინარე ფესტივალმა კიდევ უფრო გაამყარა თავისი მნიშვნელობა, როგორც ქართული ქანდაკების განვითარების ხელშემწყობმა პლატფორმამ. თასას-ს გუნდის შეფასებით, ფესტივალი არა მხოლოდ ხელს უწყობს დარგის პოპულარიზაციას, არამედ ქმნის პროფესიული თანამშრომლობისა და შემოქმედებითი ინოვაციების მხარდაჭერის სივრცეს. ორგანიზატორთა ხედვით, ფესტივალი სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება და მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად ჩამოყალიბდება კავკასიის რეგიონში.
ფესტივალის ღონისძიებებს კვლავ მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურის ცენტრი 'მუზა' (თბილისი, მერაბ ბერძენიშვილის ქუჩა 1) მასპინძლობდა, რომელიც კულტურული დიალოგისა და შემოქმედებითი პროცესებისთვის მნიშვნელოვან სივრცეს წარმოადგენს.
ფესტივალს საინფორმაციო მხარდაჭერას უწევდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
მომავალი მოქანდაკე
10-17 ივნისს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო...
ქანდაკების II სტუდენტური სიმპოზიუმი
'ქანდაკების ფესტივალი 2024'-ის მეორე ეტაპის ერთ-ერთი...
ქართული ქანდაკება - თანამედროვე ინტერპრეტაციები
2024 წლის 23-27 ოქტომბერს, თბილისის არქიტექტორთა და...