რატომ უნდა შეუერთდეთ თასა-ს?
თასა-ს წევრობა გაძლევთ შესაძლებლობას:
• იყოთ საქართველოს არქიტექტორთა და სკულპტორთა წამყვანი ასოციაციის წევრი, რომელიც ხელს უწყობს ამ სფეროების განვითარებას საზოგადოებრივ სივრცეში.
• მიიღოთ მხარდაჭერა და თანამშრომლობის შესაძლებლობები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
• აქტიურად ჩაერთოთ საზოგადოებრივ და კერძო ინიციატივებში, რომლებიც ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ურბანული გარემოს გაუმჯობესებას.
• მიიღოთ მონაწილეობა პროფესიულ შეხვედრებსა და ღონიძიებებში, სადაც შეგიძლიათ გაიცნოთ კოლეგები, იმუშაოთ ერთობლივ პროექტებზე და გაზარდოთ თქვენი პროფესიული ქსელი.
• დაესწროთ ლექციებსა და მონაწილეონა მიიღოთ საგანმანათლებლო პროექტებში, რომლებიც ხელს უწყობს თქვენი ცოდნის გაღრმავებას.
• განავითაროთ თქვენი პროფესიული კარიერა, შეიტანოთ წვლილი საქართველოს კულტურული პოლიტიკისა და ურბანული განვითარების ფორმირებაში.