ქანდაკების ფესტივალი 2025
თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის (TASA) ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ქანდაკების ფესტივალი - 2025 მესამედ ჩატარდა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი მნიშვნელობა თანამედროვე ქართული ქანდაკების განვითარებისა და პოპულარიზაციის პროცესში.
წლევანდელი ფესტივალი გამოირჩეოდა შინაარსობრივად მრავალფეროვანი პროგრამით, რომელიც აერთიანებდა საგამოფენო, საგანმანათლებლო და პროფესიული კომუნიკაციის კომპონენტებს. ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც დამწყები ავტორები და ახალგაზრდები, ასევე პროფესიონალი მოქანდაკეები, რაც თაობებს შორის დიალოგის, გამოცდილების გაზიარებისა და შემოქმედებითი ურთიერთობის სივრცეს ქმნიდა.
ფესტივალის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სასკოლო ასაკის მოზარდთა გამოფენა მომავალი მოქანდაკე, რომლის მიზანი ახალგაზრდა მონაწილეებში ქანდაკების დარგისადმი ინტერესის გაღვივება და მათი შემოქმედებითი პოტენციალის მხარდაჭერა იყო. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა პროფესიონალი მოქანდაკეების საანგარიშო გამოფენა თანამედროვე ქართული ქანდაკება - 2025 წლის გამოფენა, რომელმაც ასახა თანამედროვე ქართული ქანდაკების მიმდინარე პროცესები, სტილისტური ტენდენციები და მასალასთან მუშაობის მრავალფეროვანი მიდგომები.“
2025 წლის ფესტივალი, რომელიც ნოემბრის თვეში მიმდინარეობდა, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა როგორც პლატფორმა, სადაც ქანდაკება განიხილება ცოცხალ, განვითარებად პროცესად - კვლევის, ექსპერიმენტის და პროფესიული კომუნიკაციის კონტექსტში.
TASA-ს გუნდის შეფასებით, ფესტივალი მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს თანამედროვე ქართული ქანდაკების დოკუმენტირებასა და პოპულარიზაციაში და მომავალშიც დარჩება თანამედროვე ქართული ქანდაკების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროფესიულ პლატფორმად
ფესტივალის ყველა ღონისძიება გაიმართა ელენე ახვლედიანის სახელობის საბავშვო სურათების გალერეაში (დავით აღმაშენებლის გამზირი №103).
მომავალი მოქანდაკე
ქანდაკების ფესტივალი – 2025-ის ფარგლებში გაიმართა ბავშვთა და მოზარდთა...
ქართული ქანდაკება – 2025 წლის გამოფენა
ქანდაკების ფესტივალი - 2025 დასრულდა დასკვნითი გამოფენით...