ჩვენი ხედვა
თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს არქიტექტურისა და ქანდაკების სფეროში გამოცდილ, კომპეტენტურ და ამ დარგების მიმართ ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს. ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს და განავითაროს ეს სფეროები საქართველოში, ასევე გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება მათი მნიშვნელობისა და შესაძლებლობების შესახებ.
ჩვენი მისია
თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის მიზნებია:
• არქიტექტურისა და ქანდაკების სფეროების განვითარება და პოპულარიზაცია
• არქიტექტურის, ქანსაკების და მომიჯნავე დარგებში სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა
• ყველა საგანმანათლებლო დონეზე არქიტექტურისა და ქანდაკების სწავლების მხარდაჭერა
• ქვეყნის არქიტექტურული და სკულპტურული ინდუსტრიების განვითარების სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი პროცესების მართვა
• ქანდაკების ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის აღდგენა და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა
• ქანდაკების სფეროში ბაზრის ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა და მხარდაჭერა
• არქიტექტორთა და მოქანდაკეთა მხარდაჭერა მათი შემოქმედებითი საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში
• არქიტექტურისა და სკულპტურის დარგების განვითარებისთვის ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბების ხელშეწყობა
• ასოციაციის წევრთა საავტორო, ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა უფლებების დაცვა
ამ მიზნების მისაღწევად, ასოციაცია ორგანიზებას უწევს და მონაწილეობს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში, კონკურსებში, გამოფენებში, სიმპოზიუმებში, ფორუმებში, კონფერენციებში, სემინარებში და შემოქმედებით დიალოგებში. ასევე, თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, კერძო სექტორთან, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ყველა დაინტერესებულ პირთან, ვინც იზიარებს ასოციაციის მისწრაფებებს.