Loading...
გრიბოედოვის ქ, 21 0108, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი : 09.00 - 21.00
+995 599 588 291
ღმერთის ძიება და ადამიანის საზრისი

საჯარო ლექცია

ივნისი 13, 2025

2025 წლის 13 ივნისს, ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრში, გაიმართა თეოლოგ ლევან აბაშიძის საჯარო ლექცია თემაზე: 'ღმერთის ძიება და ადამიანის საზრისი'.

ღონისძიება ჩატარდა თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული პროექტის 'ღანი' ფარგლებში. პროექტის ცენტრალურ თემას წარმოადგენს: 'სიყვარული - განღმრთობის გზა'.

ლექციაზე განხილული იყო ქრისტიანული მსოფლმხედველობის ძირითადი საკითხები: წმინდა სამება და ღმერთის შესახებ მართლმადიდებლური სწავლება; სამყაროს დაცემული მდგომარეობა; საღმრთო სიყვარული და მოყვასის სიყვარული როგორც განღმრთობის გზა; ცოდვის არსი და ხსნის მიზანი.

ლექცია დასრულდა დისკუსიით, რომლის ფარგლებში მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და მონაწილეობა მიეღოთ თემის თეოლოგიურ გააზრებაში.