სიყვარულის ფენომენი ფილოსოფიასა და ქრისტიანულ აზროვნებაში
საჯარო ლექცია
ივნისი 16, 2025
2025 წლის 16 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გაიმართა ფილოსოფოს ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: 'სიყვარულის ფენომენი ფილოსოფიასა და ქრისტიანულ აზროვნებაში'.
ღონისძიება ჩატარდა თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული პროექტის 'ღანი' ფარგლებში. პროექტის ძირითადი თემაა: 'სიყვარული - განღმრთობის გზა'.
ლექციაზე განხილული იყო სიყვარულის ცნებები ძველბერძნულ (პლატონი, ნეოპლატონიზმი) და ქრისტიანულ თეოლოგიურ ტრადიციებში - აგაპე, ფილია, ეროსი, სტორგე, ნეტარი ავგუსტინესა და ფსევდო-დიონისე არეოპაგელის მოძღვრებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამ იდეათა ინტერპრეტაციას ქართულ აზროვნებაში - იოანე პეტრიწისა და შოთა რუსთაველის ტექსტების საფუძველზე.
ლექცია დასრულდა დისკუსიით, რომლის ფარგლებში მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და გამოეხატათ საკუთარი დამოკიდებულება განხილულ თემებზე.