Loading...
გრიბოედოვის ქ, 21 0108, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი : 09.00 - 21.00
+995 599 588 291
უჩინარი ადამიანები

საჯარო ლექცია

ივლისი 2, 2025

2025 წლის 2 ივლისს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში, გაიმართა ხელოვნებათმცოდნე თამარ ბელაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: 'უჩინარი ადამიანები'.

ღონისძიება ჩატარდა თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული პროექტის „ღანი“ ფარგლებში, რომლის ძირითადი თემაა: 'სიყვარული -განღმრთობის გზა'..

ლექცია მიეძღვნა თანამედროვე ხელოვნების მეხსიერებით, მანიფესტურ და სოციალურ ფუნქციებს. თამარ ბელაშვილმა სხვადასხვა მხატვრული მაგალითის საფუძველზე განიხილა, თუ როგორ გამოხატავს თანამედროვე ხელოვანი სოციალურ რეალობებზე საკუთარ დამოკიდებულებას და რომელი გამომსახველობითი ფორმების მეშვეობით ხორციელდება ეს ურთიერთობა საზოგადოებასთან.

გოეთეს სიტყვების შესაბამისად - 'ხელოვანი შეიმეცნებს სამყაროს მხოლოდ ადამიანთან მიმართებით' - განხილული იყო ის, თუ როგორ რჩება ადამიანი თანამედროვე ხელოვნების მთავარი ინტერესის ობიექტად, ფორმათა მუდმივი ცვლილების მიუხედავად.

ღონისძიება დასრულდა დისკუსიით, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ პროექტის 'ღანი' მონაწილეები და მოწვეული აუდიტორია.