📣 დაიწყო განაცხადების მიღება კონკურსში მონაწილეობისათვის
თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია, აცხადებს მხატვრულ-არქიტექტურულ კონკურსს
ღანი - სიყვარული, როგორც განღმრთობის გზა.
პროექტის მხარდამჭერია: კულტურის ფონდი ღანი.
კონკურსი განკუთვნილია სტუდენტებისა და ახალგაზრდა ხელოვანებისთვის და მიზნად ისახავს სიყვარულის,
როგორც სულიერი განვითარების გზის, გააზრებას თანამედროვე სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის ენით.
2026 წელს კონკურსი ღანი - სიყვარული, როგორც განღმრთობის გზა ეძღვნება
საქართველოს ნათლისღების 1700 წლის იუბილეს.
კონკურსის მიმართულებები
👇 აირჩიე შენთვის საინტერესო მიმართულება და გაეცანი დეტალურ ინფორმაციას:
🥇 თითოეული მიმართულების გამარჯვებული ფინალისტები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:
• I ადგილი – 5,000 ლარი
• II ადგილი – 2,000 ლარი
• III ადგილი – 1,000 ლარი
🏅 გამოფენაში მონაწილე ყველა ავტორი მიიღებს ერთჯერად ფულად პრიზს – 500 ლარი
მონაწილეობის პირობები
• მონაწილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე – სტუდენტი ან ახალგაზრდა ხელოვანი;
• მონაწილეობა შესაძლებელია ინდივიდუალურად ან ჯგუფურად;
• თითოეულ მონაწილეს ან ჯგუფს შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი;
• დასაშვებია როგორც ფიზიკური, ისე ციფრული ფორმატები.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა?
📌 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ და გამოაგზავნეთ წინასწარი რეგისტრაციის ელექტრონული ფორმა: 15 აპრილი – 31 მაისი, 18:00 საათამდე
📌 შემდეგ ეტაპზე ელექტრონულად იგზავნება საკონკურსო განაცხადი
(არჩიეთ მიმართულება და მოამზადეთ ნამუშევარი): 1 ივნისი – 15 აგვისტო, 18:00 საათამდე
📌 განცხადებების გადარჩევა: 16–31 აგვისტო
📌 მენტორების კონსულტაციები: 1 სექტემბერი – 10 ოქტომბერი
📌 გამოფენა და დაჯილდოება: ოქტომბერი (თარიღი დაზუსტდება)