Loading...
გრიბოედოვის ქ, 21 0108, თბილისი, საქართველო
ორშაბათი - პარასკევი : 09.00 - 21.00
+995 599 588 291
მომავალი მოქანდაკე

ბავშვთა და მოზარდთა სკულპტურული ნამუშევრების გამოფენა
ნოემბერი 18-19, 2025

ქანდაკების ფესტივალი – 2025-ის ფარგლებში გაიმართა ბავშვთა და მოზარდთა სკულპტურული ნამუშევრების გამოფენა მომავალი მოქანდაკე, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდა თაობაში ქანდაკების დარგისადმი ინტერესის გაღვივება და მათი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენა.

გამოფენამ გააერთიანა საქართველოს სხვადასხვა სამხატვრო სკოლებისა, სტუდიებისა და საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ შექმნილი სამგანზომილებიანი კომპოზიციები და რელიეფები. წარმოდგენილი ნამუშევრები ასახავდა მოზარდების პირველ ნაბიჯებს სივრცით ხელოვნებაში - ფორმასთან, მასალასთან და მოცულობასთან მუშაობის საწყის გამოცდილებას. „მომავალი მოქანდაკე“ წარმოადგენდა საგანმანათლებლო და შემოქმედებით პლატფორმას, სადაც დამწყებ ხელოვანებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ნამუშევრები ფართო აუდიტორიისთვის წარედგინათ, ხოლო მაყურებელს - გაეცნო ქანდაკებისადმი ბავშვებისა და მოზარდების ინდივიდუალურ ხედვებსა და ექსპერიმენტებს.

გამოფენა იყო ქანდაკების ფესტივალის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი და მიზნად ისახავდა ქანდაკების დარგში მომავალი თაობის მხარდაჭერას.

გამოფენის ადგილი:
ელენე ახვლედიანის სახელობის საბავშვო სურათების გალერეა
დავით აღმაშენებლის გამზირი №103
ფესტივალი განხორციელდა თბილისის მერიის მხარდაჭერით.
ორგანიზატორი: თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაცია (TASA)