ივლისი 25, 2023
				  თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის მიერ „ქანდაკების ფესტივალი-2023“ ფარგლებში გამოცხადებული სტუდენტ მოქანდაკეთა საერთაშორისო გამოფენის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსის: „ურბანული ექსპრესია - სტუდენტ მოქანდაკეთა შემოქმედებაში“ 4 გამარჯვებული გამოვლინდა.
🥇 I ადგილი:
•	
ნურიდა ისმაილოვა - 'შეხვედრა'
•	
ბექა ჩხაიძე - 'რკინის ხანა' 
🥈 II ადგილი:
•	
ზაურ კაჰრამანოვი - 'ყარაბაღული ცხენი' 
🥉 III ადგილი:
•	
თალიკო  თოიძე - 'მეოცნებე'
საერთაშორისო გამოფენა „ურბანული ექსპრესია - სტუდენტ მოქანდაკეთა შემოქმედებაში“, რომელიც მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრში „მუზა“ გაიმართება, ერთ სივრცეში მოუყრის თავს ახალგაზრდა ხელოვანთა ნამუშევრებს.
დამთვალიერებლებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ ურბანული ქანდაკების მხატვრულ-გამომსახველობითი ამოცანების გადაწყვეტის თანამედროვე ტენდენციებს. წინასწარ გამოცხადებულ საგამოფენო კონკურსში მონაწილეობა  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის სტუდენტი მოქანდაკეებმა მიიღეს.
საკონკურსო ნამუშევრები საერთაშორისო ჟიურის მიერ შეფასდა: 
არჩილ ქურდიანი - არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი. 
ზვიად მჭედლიშვილი - მოქანდაკე, 'Creative Solution'-ის თანადამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი, ციფრული საწარმოს 'Creative Way'-ის დამფუძნებელი.
ნატიგ კამალ ალიევი - აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის რექტორი, აკადემიკოსი, პროფესორი, აზერბაიჯანის სახალხო მხატვარი, აზერბაიჯანის დამსახურებული მხატვარი. 
სალჰაბ მამედოვი - აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემიის პრორექტორი, აკადემიკოსი, პროფესორი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო მხატვარი. 
ოლეგ სლეპცოვი  - არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, პროფესორი. უკრაინის არქიტექტურული აკადემიის პრეზიდენტი, უკრაინის სახალხო არქიტექტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი არქიტექტურაში.
ალექსანდრე მიხაილიცკი -  მოქანდაკე, უკრაინის ეროვნული მხატვართა კავშირის წევრი, უკრაინის სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის ეროვნული აკადემიის უფროსი პედაგოგი.
სარჰატ პეტროსიანი  - SP2-ის დამფუძნებელი დირექტორი და მთავარი არქიტექტორი. ერევნის ურბანისტული ლაბორატორიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი.  არქიტექტურის მაგისტრი, დოქტორი სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის ურბანული დაგეგმარების მიმართულებით.
ლუკას რეკევიჩიუსი - 'AKETURI ARCHITEKTAI' ის დამფუძნებელი პარტნიორი ლიეტუვაში. ფლობს ლიეტუვის რესპუბლიკის არქიტექტორის, პროექტების მენეჯერის, კულტურული მემვიდრეობის კონსერვაციისა და ექსპერტის იურიდიულ სერთიფიკატებს. ვილნიუსის გედიმინოს ტექნიკური უნივერსიტეტი არქიტექტურის ფაკულტეტის დოქტორანტი.