10-17 ივნისს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურის ცენტრში 'მუზა' გაიმართა გამოფენა 'მომავალი მოქანდაკე'.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი სკულპტურული ნამუშევარი, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სასკოლო ასაკის მოზარდებმა შექმნეს და ელექტრონული კონკურსის გზით შეირჩა.
ექსპოზიცია მომავალი თაობის მხატვრული ხედვისა და შემოქმედებითი ნიჭის გაცნობის შესაძლებლობას იძლეოდა. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ სამგანზომილებიანი ნამუშევრები და რელიეფები. თემატიკისა და შესრულების ტექნიკის მრავალფეროვნება გამოფენას საინტერესო და შთამბეჭდავ სანახაობად აქცევდა როგორც დამთვალიერებლებისთვის, ისე ახალგაზრდა ხელოვანებისთვის.
გამოფენა „მომავალი მოქანდაკე“ წარმოადგენდა „ქანდაკების ფესტივალი 2024“-ის გახსნით ღონისძიებას და მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის 95 წლის იუბილეს.
ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამებით გაგრძელდება ოქტომბრის ჩათვლით და მისი მიზანია როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი მოქანდაკეების წარმოჩენა და მხარდაჭერა.